Monday, July 14, 2014

მეცხრე დღე- შევამოწმე საქაღალდე, შევასწორე და შევავსე ფაილები და ავტვირთე ბლოგზე. საინტერესო და ნაყოფიერი იყო მუშაობა. უღრმესი მადლობა ჩემს ტრენერს მარეხ ჯელაძეს!

Thursday, July 10, 2014

მერვე დღე-სასწავლო გეგმის შაბლონში შევიტანე ცვლილებები. ვიმუშავე ფოსტის დრაივზე. ვიმუშავე სასწავლო პროექტის დამხმარეს შაბლონებში.

Tuesday, July 8, 2014

მეშვიდე დღე
ვიმუშავე შეფასების ფორმებზე:ინდივიდუალური, ჯგუფური, თანატოლთა შეფასებები და თვითშეფასება.გეგმის შაბლონში შევავსე დროში გაწერილი შეფასების გეგმა.

Saturday, July 5, 2014

მეექვსე დღე- გავეცანი პროექტებს, გავაკეთე ჩეკლისტი, ჩავოვწერე კითხვები თემების მიხედვით, შევქმენი პრეზენტაციის ხარაჩო და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, შემაჯამებელი გაზეთისთვის გადმოვწერე შაბლონი.

Thursday, July 3, 2014

მეხუთე დღე
წყვილებში გავაკეთეთ პრეზენტაციების უკუკავშირი, პროცედურები გავწერეთ გეგმაში, ვისწავლეთ გვერდების შექმნა ბლოგში. ძალიან საინტერესო დღე იყო.

Tuesday, July 1, 2014

მეოთხე დღე.
ვიმუშავე პროექტის გეგმის შაბლნზე,მოსწავლეების საჭიროებების შესაფასებლად გამოვიყენე გრაფიკული სქემა - ვიცი,მინდა ვიცოდე. ვიმუშავე მშვიდ, საქმიან გარემოში. დიდი მადლობა ტრენერს!

Wednesday, June 25, 2014

მეორე დღე- შევქმენი ბუკლეტი, ვიმუშავე ჩეკლისტზე, შევარჩიე პროექტის თემა, დავრეგისტრირდი ბლოგზე.



თემა-მეწყერი
პროექტის ძირითადი არსია მეწყერის რაობის განსაზღვრა,მისი გამომწვევი მიზეზების დადგენა, პრევენციის გზების დასახვა და შედეგების აღმოფხვრა. თემა აქტუალურია, რადგან სკოლა მეწყრის ზონაშია.
    მოსწავლეები დაათვალიერებენ მეწყრის ადგილს, დააკვირდებიან მიწის ფენებს, ჩაატარებენ ცდებს იმის დასადგენად, თუ რატომ ხდება მიწის მოძრაობა, გამოიტანენ დასკვნებს.
   მოსწავლეები მოიძიებენ სურათებს, ინფორმაციას მეწყერის შესახებ. დაადგენენ როგორ რელიეფზე ხდება მეწყერი და გააკეთებენ მონაცემთა ანალიზს.
    კვირა -1. დათვალიერება, ცდების ჩატარება, ინფორმაციის და სურათების მოძიება.
   კვირა-2. მონაცემების შეჯამება-ანალიზი,პრევენციის გეგმის შედგენა, პრეზენტაცია.
  კვირა-3. სამუშაოების ჩატარება მეწყერის პრევენციისთვის.